შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს

ამბები/ წყარო: www.euronews.com
შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს
ამბებიწყარო: www.euronews.com

შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/QkiOBk74R.jpeg
ფოტო: dw.com

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი თანამდებობას 15 სექტემბერს დატოვებს. ამასთან, მან არჩევნების წაგება აღიარა. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

"მე წარვადგენ მიმართვას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ და პროცესის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა [მთავრობის ფორმირება] სპიკერს და პარლამენტს დაეკისრება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მე ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პატრიას ჩავუდგები სათავეში", - განაცხადა ანდერსონმა.

ახალი მთავრობის ფორმირებამდე გარდამავალ კაბინეტს ანდერსონი უხელმძღვანელებს.

ხმების დათვლის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვება ოთხი პარტიისგან შემდგარმა მემარჯვენე ბლოკმა მოიპოვა. მაგდალენა ანდერსონმა, რომელიც გასულ წელს ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მისმა ოპონენტებმა გაიმარჯვეს.

როგორც მედია წერს, არჩევნების შედეგებით „ზომიერები“, „შვედეთის დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლიბერალები“ პარლამენტში ლიდერობენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი 349-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 176 ადგილს იღებენ, მემარცხენე ცენტრისტები კი - 173 ადგილს. შედეგი ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. არჩევნებში 20.6 პროცენტით „შვედეთის დემოკრატები“ ლიდერობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო