შვეიცარიაში ქართველ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილება გაუზიარეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
შვეიცარიაში ქართველ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილება გაუზიარეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

შვეიცარიაში ქართველ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილება გაუზიარეს

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/F5mC5xWVR.webp

შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია შვეიცარიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილებას გაეცნენ.

შეხვედრები გაიმართა ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ასევე სოფლის მეურნეობის, ტყის და კვების მეცნიერებების სკოლაში (HAFL) და ადგილობრივი კანტონების შესაბამის სამსახურებში.

ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების“ პროექტის ორგანიზებით განხორციელდა.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება. ბერნის გამოყენებით უნივერსიტეტში გავეცანით სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების სისტემას, ასევე ამ მიმართულებით არსებულ პროფესიულ და სამაგისტრო პროგრამებს. შვეიცარიაში, მოგეხსენებათ, განათლების სისტემა გამორჩეულად მაღალ დონეზეა, მათ შორის, გარემოზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის მიმართულებაც, რომელიც როგორც პროფესიული, ასევე საბაკალავრო პროგრამებითაა წარმოდგენილი. ამას ემატება კვლევები, რომელთა შედეგების დანერგვა აქტიურად ხდება სწორედ ექსტენციის სამსახურის მეშვეობით. ექსტენციის სამსახური სოფლის მეურნეობაში ჩვენთანაც ეტაპობრივად ვითარდება; ამავე დროს, მნიშვნელოვანია განათლების მიმართულების გაძლიერება. შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორი გზით მივდივართ და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ სოფლის განვითარების იმ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ფერმერების უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას; ასევე, მოისმინეს ინფორმაცია სოფლის განვითარების იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ფერმერების ფინანსური მხარდაჭერისთვის ახორციელებს; გაზიარებულ იქნა ექსტენციის სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, ფერმერებში ცოდნის გავრცელებისთვის არსებული მექანიზმები და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შვეიცარიული მოდელი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომები.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო