შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავის კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა

ამბები/ წყარო: www.bbc.com
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავის კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა
ამბებიწყარო: www.bbc.com

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავის კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/RB7aWXn4g.webp
ფოტო: Getty Images

პარასკევს, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავის კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. ფედერერმა მატჩი რაფაელ ნადალთან ერთად, ლონდონის O2 არენაზე, Laver Cup-ის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში გამართა.

"არაჩვეულებრივი დღე იყო, თავს ბედნიერად ვგრძობ. მიხარია, აქ რომ ვარ და ეს ყველაფერი განვიცადე", - განაცხადა ფედერერმა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელი ტიროდა, როდესაც ნადალს და სხვა მოთამაშეებს ემშვიდობებოდა, ხოლო ტრობუნებზე 17,500 გულშემატკივარი სკანდირებდა მის სახელს. ცრემლები ვერც ნადალმა შეიკავა.

15 სექტემბერს 41 წლის ჩოგბურთელმა თავისი 24 წლიანი საჩოგბურთო კარიერა დასრულებულად გამოაცხადა.

"ეს ერთდროულად მწარე და სასიამოვნო გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, ტურნირები მომენატრება, მაგრამ, ამავდროულად, სასიხარულოც ბევრი მაქვს. თავს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ, მე მივიღე განსაკუთრებული ნიჭი - მეთამაშა ჩოგბურთი და ეს გავაკეთე ისეთ დონეზე, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი და იმდენად დიდხანს, რაც შესაძლებლად არც კი მიმაჩნდა", - განაცხადა ფედერერმა.

როჯერ ფედერერს ჩოგბურთის ისტორიად მიიჩნევენ, სპორტსმენად, რომელმაც მთელი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე უზადო რეპუტაცია შეინარჩუნა. ბოლო სამი წლის მანძილზე მას მრავალრიცხოვან ტრავმებთან უწევდა გამკლავება.

erimedia_ravk/NvVfZX7Vg.webp
ფოტო: Getty Images
erimedia_ravk/7J-YZunVR.webp
ფოტო: Popperfoto
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო