სი ძინპინი - ჩინეთი მზად არის, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სი ძინპინი - ჩინეთი მზად არის, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სი ძინპინი - ჩინეთი მზად არის, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/9G-ltWn4g.webp

ჩინეთი მზადა არის, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი დროის გლობალური მასშტაბის კოლოსალური ცვლილებების ფონზე, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი დროის ისტორიაში, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად, მივცეთ მაგალითი და ვითამაშოთ წამყვანი როლი, რომ ასეთი სწრაფად ცვალებადი მსოფლიო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე გავიყვანოთ“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

მანვე გამოთქვა მზადყოფნა პუტინთან აზრები გაცვალოს საერთაშორისო დღის წესრიგზე და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის საგარეო პოლიტიკური ტანდემი გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალური და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ერთობლივად ვემხრობით სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე და გაეროს ცენტრალურ როლზე და არა ზოგიერთ წესზე, რომელიც ვიღაცამ მოიფიქრა და ცდილობს მოახვიოს სხვებს, ახსნის გარეშე, თუ რა არის ეს“, - განაცხადა პუტინმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნიპოლარული სამყაროს შექმნის მცდელობებმა ახლახან შეიძინა „აბსოლუტურად მახინჯი ფორმა" და სრულიად მიუღებელია ქვეყნების უმეტესობისთვის.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა შეაქო "პეკინის დაბალანსებული პოზიცია უკრაინის კრიზისთან" დაკავშირებით.

პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს. განხილულ მთავარ თემებს შორისაა ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სფეროში, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, სატრანსპორტო ურთიერთკავშირის განვითარება და ორგანიზაციის კულტურული და ჰუმანიტარული განზომილების გაძლიერება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო