„სიენენ თურქი“ - ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„სიენენ თურქი“ - ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან
ამბებიწყარო: 1tv.ge

„სიენენ თურქი“ - ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან

26 ივლისი, 2022

erimedia_ravk/IbhoBgzVR.jpeg

თეირანში შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გახსნა შესთავაზა. „სიენენ თურქის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა კოლეგებს პარტიის შეხვედრაზე განუცხადა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი ქარხანა უკვე არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ახლა „ბაირაქტარს“ შეუძლია კიდევ ერთის ქარხნის გახსნა, უკვე რუსეთის ფედერაციაში. „ბაირაქტარი“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში წარმოების ხაზის შექმნის პროცესშია. ამავე დროს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ პუტინს თავის უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდის. „თურქეთსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული ურთიერთობები, განსაკუთრებით ავიაციისა და კოსმოსის სფეროში. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავების ტექნოლოგიით. რუსეთში არაფერი გადაგვიტანია და არც განგვითავსებია. ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდით“, – თქვა ჰალუკ ბაირაქტარმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო