„სიენენი“ - ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„სიენენი“ - ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება
ამბებიწყარო: 1tv.ge

„სიენენი“ - ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება

26 ივლისი, 2022

erimedia_ravk/WlNOfRzVg.jpeg

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერი ზომების“ მიღებით იმუქრება. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი „ახლა არ არის კარგი იდეა.“ თავად პელოსიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, მაგრამ უარი თქვა მოგზაურობის რაიმე გეგმის განხილვაზე უსაფრთხოების მოტივით. „მე ვფიქრობ, რასაც პრეზიდენტი ამბობდა, არის ის, რომ შესაძლოა, სამხედროებს ეშინოდათ ჩემი თვითმფრინავის ჩამოგდების ან მსგავსი რამის. ზუსტად არ ვიცი“, – თქვა ნენსი პელოსიმ. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ჩინეთს შეუძლია, შეეცადოს არასაფრენი ზონის გამოცხადებას ტაივანზე, რათა შეაჩეროს შესაძლო მოგზაურობა. „ჩინეთი უპრეცედენტო საპასუხო ზომებით უპასუხებს – ყველაზე ძლიერით, რაც მან ოდესმე მიიღო ტაივანის სრუტის კრიზისის შემდეგ. პელოსი ვიზიტს თუ განახორციელებს, აშშ-ი აუცილებლად მოემზადება სამხედრო პასუხის გასაცემად ჩინეთის შესაძლო სამხედრო პასუხზე. ჩინეთსა და აშშ-ს შორის სიტუაცია ძალიან დაძაბული იქნება“, – განაცხადა ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ში ინჰონმა. ტაივანს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს და თვითმმართველი კუნძულისთვის აღმოჩენილ აშშ-ის მხარდაჭერას მუდმივად აპროტესტებს. ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო