erimedia_ravk/6i8hgBYSR.webp

„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს

ამბები
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
ამბები

„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს

erimedia_ravk/6i8hgBYSR.webp
10 მაი

ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ „სიენენი“ სტატიას აქვეყნებს. საუბარია იმ პატიმრებზე, რომლებიც ისრაელმა ღაზის სექტორში შესვლის დროს დააკავა.

ამის შესახებ „სიენენთან“ სამი თვითმხილველი საუბრობს, რომლებიც ამ კონკრეტულ ციხეში მუშაობდნენ.

წყაროს ინფორმაციით, ბადრაგს ჰქონდა კონკრეტული მითითება, ამოერჩიათ პრობლემური პატიმრები და დაესაჯათ.

„სიენენი“ წერს, რომ ხელბორკილების მუდმივი ტარებისგან მიღებული ტრავმის გამო ექიმები პატიმრებს ამპუტაციას უკეთებენ.

„გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ. თავდაყირა უნდა მსხდარიყვნენ. საუბრის და თვალის დახუჭვის უფლებას არ აძლევდნენ“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც ირკვევა, ღაზის სექტორის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარე დაწესებულება ორ ნაწილად იყოფა, პირველი, ციხეა სადაც 70 პალესტინელი პატიმარი იმყოფება, უკიდურესი შეზღუდვების პირობებში, მეორე კი, საველე საავადმყოფოა, სადაც დაჭრილი პატიმრები საწოლზე არიან მიბმულები და ჩალით იკვებებიან.

„ადამიანებს დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო არ სცემდნენ, არამედ შურისძიების მიზნით სცემდნენ. ეს იყო სასჯელი იმის გამო, რაც პალესტინელებმა 7 ოქტომბერს გააკეთეს და სასჯელი ბანაკში მოქცევისთვის“, – ამბობს გამოცემის წყარო.

„სიენენი“ კომენტარისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ „თავდაცვის ძალები პატიმრობაში მყოფი პირების სათანადო ქცევას უზრუნველყოფს”.

„თავდაცვის ძალების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ქმედება არის განხილული და შესაბამისი ზომებია მიღებული. როდესაც არსებობს ასეთი ქმედებების გაუმართლებლობის ეჭვი, სამხედრო პოლიციის კრიმინალური საგამოძიებო სამმართველოს მხრიდან იწყება გამოძიება“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

თავდაცვის ძალებში ასევე ამბობენ, რომ პატიმრებს ხელბორკილები ედებათ რისკის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

როგორც „სიენენი“ წერს, თავდაცვის ძალებში პირდაპირ არ უარყვეს ცნობები იმის შესახებ, რომ ადამიანებს აშიშვლებენ ან საფენებში ყოფნას აიძულებენ. თუმცა, ამბობენ, რომ დაკავებულებს უბრუნდებათ ტანსაცმელი მას შემდეგ, რაც დგინდება, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო