სკანდალური ჩვენება დავით გარეჯის საქმეში
7 სექტემბერი, 2022

სკანდალური ჩვენება დავით გარეჯის საქმეში: ერთ-ერთი ბრალდებულის - ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა ჩვენება მის საწინააღმდეგო მისცა.
როგორც მანანა აღაპიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ილიჩოვამ მას მორიგე რუკებში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილებების შეტანა და დანაშაულის ჩადენა შესთავაზა.
ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე: "ეს მოწმე ვერ იქნება სანდოდ მიჩნეული, - ჯერ ერთი, ის იყო საჯარო მოხელე, როცა ამ ამბავს ადგილი ჰქონდა, როგორც ჰყვება და ის, როგორც საჯარო მოხელე, ძალიან არაკეთილსინდისიერი ყოფილა, თუ ეს ფაქტი დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სახელმწიფო უწყებებს, თუკი რაიმე მსგავსს ადგილი ჰქონდა. საუბარია 20 წლის წინანდელ ფაქტზე. არ ადასტურებს არავინ და არ არსებობს მოწმე, არავისთან არ მოუყოლია და არ იცის, რომელ სოფელს ეხებოდა და როდის მოხდა“.
პროკურორი მიხეილ სადრაძე: "მოწმეს არ უთქვამს, რომ ზუსტად 1:200 000 რუკა მოიტანეს, ზოგადად ეძებდნენ რაღაც რუკებს და, ბუნებრივია, რაღაც ინფორმაცია იყო წარდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რას ადასტურებს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ გარემოებას, რომ იმ რუკებთან კონკრეტულ მოწმემდე სამსახურებრივი შეხება ჰქონდა ბრალდებულს და როდესაც მოწმემ მოახდინა რუკების აღწერა, გარკვეული რუკები არ იყო ადგილზე“.
ცნობისთვის: ვალერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.