erimedia_ravk/elxa4kEIg.jpeg

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს

ამბები
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს
ამბები

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს

erimedia_ravk/elxa4kEIg.jpeg
15 მაი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ის ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა ბრატისლავადან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადასტურებს.

ამასთან, „როიტერთან“ საუბრისას, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და დაინახა, როგორ აკავებდა პოლიცია მამაკაცს.

მოგვიანებით, სლოვაკეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რობერტ ფიცოზე თავდასხმის ვიდეოკადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი პრემიერ-მინისტრი.

სლოვაკური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 71 წლის მამაკაცი დაესხა თავს, რომელსაც იარაღი ლეგალურად ჰქონდა. მათივე ცნობით, თავდამსხმელი, მემარცხენე ჯ.ს. ბრანია ქალაქ ლევიცეში ცხოვრობს.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცმა რობერტ ფიცოს ჯერ დაუძახა, შემდეგ კი მასთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა და ესროლა. პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

სლოვაკური მედია დაკავებულის შვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მამამისი იარაღს ლეგალურად ფლობდა. მისივე ცნობით, 71 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია. მედია წერს, რომ თავდამსხმელი კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა.

erimedia_ravk/RySjdkPIg.webp
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო