სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს ჩეხეთი და პოლონეთი დაიცავენ - სანაცვლოდ, სლოვაკეთი ექსპლუატაციიდან ჩამოწერს მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომელთა გადაცემაც უკრაინისთვის იგეგმება
28 აგვისტო, 2022

ნატოს წევრი ქვეყნები - ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს დაიცავენ, სანაცვლოდ კი, სლოვაკეთი ექსპლუატაციიდან ჩამოწერს მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომელთა გადაცემაც უკრაინისთვის იგეგმება, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბრატისლავა მზადაა, უკრაინას საბჭოთა წარმოების მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის.
სლოვაკეთმა, რომლის მოსახლეობაც 5,4 მილიონია, უკვე გასცა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, Mi-სერიის სამხედრო ვერტმფრენები, თვითმავალი ჰაუბიცები და გრადის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები რაკეტები.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
