სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვა
1 ოქტ
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია „სმერმა“ გაიმარჯვა.
სლოვაკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 99 პროცენტი, რომლის მიხედვით, „სმერს“ 23 პროცენტი აქვს, ლიბერალურ პარტია „პროგრესულ სლოვაკეთს“ კი – 17 პროცენტი, მესამე პოზიციას 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს.
სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აცხადებენ, რომ, მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტენ.
მედიის ცნობით, მთავრობის ფორმირებისთვის სოციალ-დემოკრატებს მანდატები არ ეყოფათ, რის გამოც მათ კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ.