სლოვენია უკრაინას ტანკებს გადასცემს
20 სექტემბერი, 2022

სლოვენია უკრაინას 28 M-55 S ტანკს გადასცემს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი 24UR ავრცელებს.
სანაცვლოდ სლოვენია გერმანიისგან 35 სატვირთო მანქანასა და წყლის 5 ავტოცისტერნას მიიღებს.
სატრანსპორტო საშუალებები სლოვენიის მიერ თავდაცვითი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
როგორც მედია წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი შეთანხმდნენ.
პრემიერ-მინისტრ გოლობის ოფისში აღნიშნეს, რომ შეთანხმება დაიდო სოლიდარობის ნიშნად უკრაინის ხალხის მიმართ, რომელიც თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისგან.
მათი განცხადებით, შეთანხმება ასევე გააძლიერებს სლოვენიასა და გერმანიას შორის თანამშრომლობას. ინფორმაციისთვის, M-55 S არის საბჭოთა T-55 ტანკის ღრმა მოდიფიკაცია. ბოლო ასეთი ტანკი სლოვენიის შეიარაღებაში 1999 წელს შევიდა.