სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ გამოძიებას აწარმოებენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ გამოძიებას აწარმოებენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ გამოძიებას აწარმოებენ

2 ოქტ

erimedia_ravk/9BFo7o44g.jpeg

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს. სომხური მედიის ინფორმაციით, „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სამხედროების დახვრეტაა ასახული.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ვიდეომასალა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ადასტურებს, მათ შორის, სომეხი სამხედროების სიკვდილით დასჯას სასამართლოს ჩართულობის გარეშე, ჯარისკაცების - მათ შორის ქალების - წამებას.

„სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს მკაფიო შეფასებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ და წინა პერიოდში ჩადენილი საშინელი სამხედრო დანაშაულების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, "კატეგორიულად დაგმოს ეს სამხედრო დანაშაული და მიიღოს შესაბამისი ზომები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად".

„სოციალურ ქსელში კიდევ ერთი შემზარავი ვიდეო გავრცელდა, სადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თვითნებურად სჯიან სომეხი სამხედრო ტყვეების ჯგუფს. სომხეთი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა.

„თუ ამ კადრების ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა.

ფაქტს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა გამოეხმაურა.

"აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა სრულად და მიუკერძოებლად იძიებს ამ კატეგორიის ვიდეოების ავთენტურობას, ასევე დროსა და ადგილს, სადაც ვიდეო გადაიღეს, მათზე გამოსახული სამხედროების ვინაობას, ასევე ყველა სხვა დეტალს, რაც მნიშვნელოვანია ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. გამოძიების შედეგების მიხედვით, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო