erimedia_ravk/6FaYLXmSR.jpeg

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დაბომბვას განაგრძობს

ამბები
სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დაბომბვას განაგრძობს
ამბები

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დაბომბვას განაგრძობს

erimedia_ravk/6FaYLXmSR.jpeg
20 სექ

სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში შეხების მთელ ხაზზე მიმდინარეობს, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ქვედანაყოფები, სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, კვლავაც ცდილობენ პოზიციურ წინსვლას და ამის პარალელურად სამოქალაქო ობიექტებსაც უშენენ ცეცხლს.

სომხური მხარე ასევე აცხადებს, რომ ყარაბაღის არმიის ქვედანაყოფები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს და ზიანს აყენებენ მას.

ამ დროისათვის არსებული ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად ყარაბაღში დაღუპულია 27 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 200 ადამიანი.

აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“ სამშაბათს, 19 სექტემბერს დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ბაქოს განცხადებით, აღნიშნულიღონისძიებებისფარგლებში გამოიყენება მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შეტევები არ ხორციელდება.

ერევანში ბაქოს ნაბიჯები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაარღვევად“ და ბაქოს „აგრესიულ ნაბიჯებად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ სომხეთს მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალები არ ჰყავს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო