სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ მიმდინარეობს

ამბები/ წყარო: www.facebook.com
სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ მიმდინარეობს
ამბებიწყარო: www.facebook.com

სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ მიმდინარეობს

4 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/O7fbESG4g.jpeg
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ფესტივალი 2011 წლიდან იმართება. მეათე საიუბილეო ფესტივალში წელს მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტები იმართება.

2022 წლის 1 სექტემბერს ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საქართველოში იაპონიის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის ელჩები და სხვა საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

erimedia_ravk/bEN_PIM4g.jpeg
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ღონისძიების მხარდამჭერი უწყებების წარმომადგენლებმა და სტუმრებმა ისაუბრეს ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ჩართულობის პროცესში სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადეს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას (ჭანტურია) და ნიქოზის ხელოვნების სკოლას, ასევე სახელმწიფო უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა გასწია ფესტივალის დასახმარებლად და აღნიშნეს, რომ მომავალშიც გააგრძელებენ ღონისძიების მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.

erimedia_ravk/kesrPIGVg.jpeg
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო