სოფიო გორგოძე - წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სოფიო გორგოძე - წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სოფიო გორგოძე - წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების

25 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/bwZJUcWVg.webp

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები დღეს გამოქვეყნდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტებს, 12:00 საათიდან, საკუთარი შედეგების გვერდზე საშუალება ექნებათ იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

„შეგახსენებთ, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ვთხოვთ აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა, ხვალ, 26 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ცენტრი ასევე შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება",- განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2022 წელს 116 900-ზე მეტი ნაშრომიდან 4 881 გასაჩივრდა.

„წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასება შეიცვალა სულ 1 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია. ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 34 ნაშრომის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, სად მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება და მიიღო თუ არა მან გრანტი, ეს ინფორმაცია შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი",- განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, მაგისტრანტობის მსურველებისა და მასწავლებელთა გამოცდის საბოლოო შედეგები სექტემბერში გამოქვეყნდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო