სოპრანო სალომე ჯიქია აშშ პრემიერისთვის ემზადება

ამბები
სოპრანო სალომე ჯიქია აშშ პრემიერისთვის ემზადება
ამბები

სოპრანო სალომე ჯიქია აშშ პრემიერისთვის ემზადება

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/07lQyQzVg.jpeg

ცნობილი ქართველი სოპრანო, სალომე ჯიქია, აშშ პრემიერისთვის ემზადება.

სიეტლის ოპერაში, 6 აგვისტოს, გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“ (L'elisir d'amore) დაიდგმება, სადაც ადინას როლს სწორედ სალომე ჯიქია შეასრულებს. ორკესტრს ჯამპაოლო ბისანტი უდირიჟორებს, დადგმის რეჟისორი კი - სტივენ ლოულესი გახლავთ. ფელიჩე რომანის უკვდავ ლიბრეტოს ქართველ სოპრანოსთან ერთად, ლუკა პისარონი, ამიტაი პატი და ანდრეს აკოსტა შეასრულებენ.

სალომე ჯიქია ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სოპრანოდ მიიჩნევა. ვოკალის ხელოვნებას იგი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში ეუფლებოდა, შემდეგ კი, სწავლა იტალიაში, ქალაქ რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში, ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან განაგრძო. მიღებული აქვს არაერთი საოპერო პრიზი და პრემია.

2017 წელს სალომე ჯიქიამ ლონდონის სამეფო ოპერის თეატრ „კოვენტ-გარდენის“ სცენაზე დადგმულ მოცარტის ოპერა „მითრიდატე პონტოელში“ იმღერა. მისი ვოკალი და საშემსრულებლო ოსტატობა მუსიკის ყველა მიმომხილველმა ერთხმად აღნიშნა. 2020 წლის სექტემბრის ბოლოს სალომემ ციურიხის „ოპერნჰაუზში“ დაგეგმილ პრემიერაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დედოფალ ელისაბედის პარტია შეასრულა გაეტანო დონიცეტის ოპერაში „მარია სტიუარდა“. იმავე დადგმაში მას პარტნიორობას მსოფლიოში აღიარებული გერმანელი სოპრანო, დიანა დამრაუ უწევდა მარია სტიუარტის (სტიუარდა) როლში. განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა სალომე ჯიქიას სასცენო შესრულებას ცნობილ ესპანელ ტენორ, ხოსე კარერასთან ერთად. მათი ერთობლივი გამოსვლა პირველად „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში შედგა, რის შემდეგაც ხოსე კარერასმა სალომე თავის გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეში მიიწვია. მათ ერთად იმღერეს დუბაიში, ბრიუსელსა და სეულში.

2022 წლის ზაფხულში, საფრანგეთში, პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ სალომე ჯიქიამ ფლორია ტოსკას როლი შეასრულა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო