სოსო მანჯავიძე მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება

ამბები
სოსო მანჯავიძე მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება
ამბები

სოსო მანჯავიძე მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება

29 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/QLaegHV4g.jpeg

პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება:

"ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენების აფეთქების შედეგები შორს მიმავალია.

ცხადია, ის იზოლირებული აქტი არ არის და ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის სხვა მრავალვექტორიან და ინტერსექტორალურ ღონისძიებებს ორგანულად ერწყმის.

1) სხვა უმნიშვნელოვანეს საწარმოებთან ერთად, გერმანიის ქიმიური მრეწველობის გიგანტის - კომპანია „ბასფის“ ქარხნები ჩერდება, რასაც გერმანიის მრეწველობაში - რომელიც ევროპის ეკონომიკის ხერხემალია - დომინოს ეფექტი მოჰყვება.

2) ევროპიდან შეუქცევად ხასიათს მიიღებს კაპიტალის გადინება - ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

3) ევროპული მრეწველობის კრიზისი გადახდისუნარიანობის მკვეთრ დაცემას გამოიწვევს, რასაც საბანკო კრიზისი მოჰყვება და ევროვალუტისა და თავად ევროკავშირის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

4) ევროპელები იძულებულნი გახდებიან გაცილებით ძვირი ამერიკული დაჭირხლული გაზი იყიდონ, რაც ,,გაზპრომის'' მოგებას აშშ-ში გადაამისამართებს.

5) ეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ბრძოლასთან ევროპის ცენტრალურ ბანკთან ლოგიკურ ბმაშია, რომლის მიზანია კონკურენტის ჩამოცილება და დოლარის ბატონობის შენარჩუნება-გახანგრძლივება.

6) ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის არაერთგზის აწევა ინვესტორებს ფულის ევროპიდან აშშ-ში გატანას და დოლარის ინსტრუმენტებზე გადასვლას აიძულებს. ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებით, ის განაკვეთს ინფლაციის "მოთოკვამდე" აწევს, რაც მისი სამიზნის - ევროპის ცენტრალური ბანკის კრახს გამოიწვევს.

7) მმართველი ამერიკული ფინანსურ-პოლიტიკური ელიტის გათვლებით, ეს ყველაფერი გაახანგრძლივებს დოლარის ბატონობას, იმ პირობებშიც კი, როდესაც ამერიკის სახელმწიფო ვალი 31 ტრილიონს აღწევს.

8) რუსეთს ჩაეკეტება ევროპიდან ვალუტის და ტექნოლოგიების წყარო, რაც მას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

9) ჩინეთი თავისი საექსპორტო საქონლისათვის უმსხვილეს გადახდისუნარიან პარტნიორს კარგავს.

10) ძლიერდებიან ე.წ. ვიშეგრადული ჯგუფის ქვეყნები - პოლონეთის ლიდერობით, რომელიც ანგლოსაქსური პოლიტიკის უნივერსალური იარაღი გახდა გერმანიისა და რუსეთის წინააღმდეგ. სხვათაშორის, პოლონეთის გაზით მომარაგების საკითხი გადაწყვეტილია ნორვეგიული და ამერიკული გაზის მეშვეობით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის წინასწარი მოწყობითურთ.

11) უკრაინის ომი კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს შეიძენს, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ზემოთ ჩამოთვლილ უარყოფით ეფექტებს ევროპის, რუსეთის და ჩინეთის მიმართულებით.

ასე რომ, ჯო ბაიდენის, ვიქტორია ნულანდის, სენატორ რონ ჯონსონის მუქარები, რომ გაზსადენს გააჩერებდნენ, მყარ გათვლებზე დაფუძნებული განზრახვა იყო.

ამ მუქარებს, ჰოი, საოცრებავ და - მეტად უცნაურად "დაემთხვა" ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნები დანიის ბორნჰოლმის რაიონში, წყალქვეშა ოპერაციების ჯგუფების მონაწილეობით ამა წლის ივნისში.

როგორც ჟურნალი Sea Power Magazine გვატყობინებს, 14 ივნისს სამხედრო-საზღვაო ძალების 68-ე ოპერატიული ჯგუფი ატარებდა წვრთნებს "წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად'', რისთვისაც უახლესი წყალქვეშა დრონები გამოიყენებოდა.

ცხადია, ის, რომ აფეთქებები სწორედ ბორნჰოლმის რაიონში მოხდა, "წმინდა წყლის დამთხვევაა". აბა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხომ არ მოიტყუებოდა?!

ხუმრობა იქით იყოს და - ომი უკვე ინფრასტრუქტურის განადგურების სტადიაში გადავიდა, რაც მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი სცენარია", - წერს სოსო მანჯავიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო