სოზარ სუბარი - ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო, ნავალნი დაიჭირეს, რადგან პუტინის რეჟიმს ამხელდა, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე
სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათაშორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ნავალნი იმიტომ დაიჭირეს, რომ ის ამხელდა კორუფციას, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.
„ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას. ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათაშორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და ფეხზე ქვებით ჩაბმული ზღვაში გადააგდეს დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, რომლებმაც მოიტაცეს და 40 ტყვიით დახვრიტეს როინ შავაძე. უამრავი ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასე რომ, საერთო არაფერი არ არის ნავალნისა და სააკაშვილს შორის“, – განაცხადა სუბარმა.