სოზარ სუბარი - თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სოზარ სუბარი - თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სოზარ სუბარი - თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ

28 ივნისი, 2022

erimedia_ravk/FdtzZ_q7R.webp

„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა, სოზარ სუბარმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პარტიის დატოვება.

როგორც მან აღნიშნა, ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს.

„საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა მმართველ გუნდში ხარ, გარკვეული შეზღუდვები გაქვს, მათ შორის ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა იმიტომ, რომ იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს, იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს“, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს.

„რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყო ამის პირდაპირი მცდელობები, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ჩვენ ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ- ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა. თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ“,-განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა, სუბარმა უპასუხა, რომ „არაფერი მსგავსი არ იგეგმება და არ მოხდება“.

„საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ. ქვეყნის სტრატეგიული მიზანი რაც იყო, ევროკავშირში გაწევრიანება, აქ ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაწევრიანება რაც შეიძლება უტკივნეულოდ მოხდეს. უმტკივნეულოში ვგულისხმობ იმას, რომ ომში ჩართვა თავიდან უნდა ავირიდოთ. ომში ჩართვა თუ მოხდა, შემდეგ ყველაფერი აზრს დაკარგავს“, - აღნიშნა სუბარმა.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართულ ოცნებას", ფრაქციას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძისს თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო