სოზარ სუბარი კელი დეგნანზე - მისგან პირველად მოვისმინეთ მკაფიოდ, რომ აშშ საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს, რაც კარგი იყო, თუმცა მან თქვა, რომ მსგავსი მოწოდება მისი მხრიდან არასდროს გაჟღერებულა, რაც სიმართლე არ არის

ამბები/ წყარო: imedinews.ge
სოზარ სუბარი კელი დეგნანზე - მისგან პირველად მოვისმინეთ მკაფიოდ, რომ აშშ საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს, რაც კარგი იყო, თუმცა მან თქვა, რომ მსგავსი მოწოდება მისი მხრიდან არასდროს გაჟღერებულა, რაც სიმართლე არ არის
ამბებიწყარო: imedinews.ge

სოზარ სუბარი კელი დეგნანზე - მისგან პირველად მოვისმინეთ მკაფიოდ, რომ აშშ საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს, რაც კარგი იყო, თუმცა მან თქვა, რომ მსგავსი მოწოდება მისი მხრიდან არასდროს გაჟღერებულა, რაც სიმართლე არ არის

16 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/58NNbV74g.jpeg

"ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი მიღებული, მაგრამ ერთ კითხვაზეც თუ გასცემს პასუხს [კელი დეგნანი] ისევე მკაფიოდ, როგორც დღეს თქვა, კარგი იქნებოდა. როდესაც ჩემმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვა, შემთხვევით ხომ არ იყო აკერმანის შეკრებაზე ბაკურიანში, ამაზეც თუ მივიღებთ პასუხს, ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს აკერმანის შეკრება და ის რევოლუციური მოწოდებები რომ არ დაგმო, ეს ცალკე პრობლემაა", - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პირადად მისი მხრიდან ომში ჩართვაზე მოწოდება არასდროს არ გაჟღერებულა, რაც არ არის სიმართლე.

„კარგი იყო თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მოვიდა „იმედში“ და დაარღვია ის სამწუხარო ტრადიცია, როდესაც მიდიოდა მხოლოდ იმ არხებზე, რომლებიც რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის ქადაგებით არიან დაკავებული. შემდეგი ნაბიჯი თუ იქნება, რომ ვთქვათ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელებს დაპატიჟებს იმ მედია მფლობელებთან ერთად, რომლებიც ძირითადად სახელს ითქვამენ იმით, რომ პარლამენტში იჭრებიან და იქ ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, ან თვითონ საელჩოს ტერიტორიაზე აწყობენ პროვოკაციას, ეს იქნება მეორე კარგი ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი თუ ის იქნება, რომ შეხვედრებზე საელჩოში როდესაც პატიჟებს პოლიტიკურ ძალებს და პატიჟებს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც კონსტრუქციულად თანამშრომლობენ მაგალითად საქართველოს საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, ცდილობენ საქართველოს კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაში მონაწილეობას და ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებას, თუკი დაპატიჟებს იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს და არ დაპატიჟებს მხოლოდ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მოწოდებებს აკეთებს სახელისუფლებო შენობების შტურმით აღებისა და ხელისუფლების დამხობისკენ, ეს იქნება უკეთესი.

რაც შეეხება პასუხებს, პირველად მოვისმინეთ მისგან ასე მკაფიოდ, რომ პირადად ის და ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერენ მხარს და არ მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ, ეს იყო კარგი, თუმცა იქვე მან თქვა, რომ პირადად მისი მხრიდან მსგავსი მოწოდება არასდროს არ გაჟღერებულა, რაც არ არის სიმართლე. მე არ ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში საქართველოს ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა კაბინეტებშიც ეს მოწოდებები არაერთხელ ითქვა და ითქვა დაჟინებით, მაგრამ ეს არის სიმართლე, მე ამის დამტკიცებაც შემიძლია და აქ დავამთავრებ. ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი მიღებული, მაგრამ ერთ კითხვაზეც თუ გასცემს პასუხს ისევე მკაფიოდ, როგორც დღეს თქვა, კარგი იქნებოდა. როდესაც ჩემმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვა, შემთხვევით ხომ არ იყო აკერმანის შეკრებაზე ბაკურიანში, ამაზეც თუ მივიღებთ პასუხს, ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს აკერმანის შეკრება და ის რევოლუციური მოწოდებები რომ არ დაგმო, ეს ცალკე პრობლემაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო