erimedia_ravk/J-iyTQHVg.jpeg

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი

ამბები
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
ამბები

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი

erimedia_ravk/J-iyTQHVg.jpeg
31 ოქტ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს. აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები.

"თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ამ ადამიანებს ქვეყანაში ნარკოტიკები სხვადასხვა გზით შემოჰქონდათ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა," - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამოღებულია ისეთი ნარკოტიკები, როგორებიცაა ჰეროინი, კოკაინი და სხვა.

სპეცოპერაცია ტარდებოდა ფონიჭალაშიც, სადაც ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო