სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - გამოვლენილია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემები, რაც დასავლურ მოდელს გვაშორებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - გამოვლენილია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემები, რაც დასავლურ მოდელს გვაშორებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - გამოვლენილია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემები, რაც დასავლურ მოდელს გვაშორებს

10 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/UHgzIPGVR.jpeg

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ საქართველოს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესზე ისაუბრა და კვლევების შედეგად ქართულ ფეხბურთში გამოვლენილი მთავარი პრობლემა ახსენა.

„სტრატეგიის შექმნის და შემუშავების პროცესში უმთავრესი არის მასში გაწერილი ყველა მიმართულებებით საქმიანობის გეგმის შესაბამისად წარმართვაა, მაგრამ არის გარეშე ფაქტორებიც, რაზეც რამდენიმე მიმართულებაში მნიშვნელოვნად ვიქნებით დამოკიდებული.

ამ ეტაპზე იმის თქმა შესაძლებელია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილია მთავარი გამოწვევები და პრობლემები, რაც ჩვენ გვაშორებს დასავლურ საფეხბურთო მოდელთან. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ქვემიმართულებები და მიმართულებები გავაძლიეროთ ისე, როგორც ამას თანამედროვე ევროპული საფეხბურთო განვითარების მოდელი მოითხოვს.

სტრატეგიული განვითარების გეგმა 4 სეზონს მოიცავს. რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაოები წელსაც დაიგეგმა, მაგრამ ძირითადად, ეს მაინც მოსამზადებელი და საკვლევი სამუშაოები იქნება. მთავარი მიმართულებებებია მასობრიობა – და არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ, ზოგადად – სპორტის. ასევე პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურა.

უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა შიდა შეჯიბრებების თვითკმარობა, რაც უკვე ავტომატურად გადადის საკლუბო სივრცეში და კლუბების გაძლიერებაში. ეს არის ძირითადად ის, რაც გვაშორებს დასავლურ საფეხბურთო მოდელს. ეს ერთიანობაში რომ მოვაქციოთ, ესაა ფეხბურთის ბიზნესის სფეროდ ჩამოყალიბება, რაც არა მხოლოდ ჩვენთან, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში პრობლემას წარმოადგენს“, – ამბობს ნიკა ჯღარკავა.

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო