სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე
28 აგვისტო, 2022

"ყველას გილოცავთ მარიამობას! გილოცავთ სიონობას!
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა, შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს თხოვნას.
დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, ასე რომ ზეიმი ორმაგია, - ზეციური და ქვეყნიური და ჩვენს წინაპრებს ვულოცავთ მარიამობის დღესასწაულს.
ახლა იგალობეს ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“ - კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა!
ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წავიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, - ,,გიხაროდენ სძალო უსძლოო“.
ახლა ვაჯილდოებთ დეკანოზ გელა ჩადუნაშვილს მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
დალოცვილი იყავით და გაიხარეთ!
მე მუდამ თქვენთანა ვარ სულით და ხორცით.
ჩვენთან არს ღმერთი!"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2022)
ვიდეო: საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
