სტამბოლის შეთანხმების შედეგად უკრაინიდან 3.7 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული

ამბები/ წყარო: bm.ge
სტამბოლის შეთანხმების შედეგად უკრაინიდან 3.7 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული
ამბებიწყარო: bm.ge

სტამბოლის შეთანხმების შედეგად უკრაინიდან 3.7 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული

18 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/5hRqTFn4g.jpeg

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის პორტები ჯამში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთულმა 165-მა გემმა დატოვა. შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან ჯამში დაახლოებით 3.7 მლნ ტონა პროდუქტია ექსპორტირებული. სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ დღეს პორტებიდან 169 300 ტონა პროდუქტით დატვირთული 10 გემი გავა. რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი გაჩერდა. შედეგად მსოფლიოში სურსათზე ფასი გაიზარდა, ხოლო აფრიკის ქვეყნები სურსათის დეფიციტის საფრთხი წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. როგორც Reuters წერს, ომამდე ქვეყნიდან ექსპორტზე თვეში 6 მლნ ტონამდე მარცვლეული გადიოდა. ივლისში რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შავი ზღვის სამი პორტი გაიხსნა. კერძოდ, 22 ივლისს, სტამბოლში, უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებები გააფორმეს თურქეთთან და გაეროსთან უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მიმდინარე წლის თებერვლიდან ბლოკირებული იყო. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პორტებს თვეში 100-150 სატვირთო გემის გატარება შეუძლიათ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო