სტამბოლში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
9 ოქტ
სტამბოლში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, შენობაში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
"სამწუხაროდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შენობაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა, ალი იერლიკაიამ "ტვიტერში" დაწერა.