სტოლტენბერგი - ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

ამბები/ წყარო: www.nato.int
სტოლტენბერგი - ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ
ამბებიწყარო: www.nato.int

სტოლტენბერგი - ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

30 სექ

erimedia_ravk/PEAYxO4Vg.jpeg

ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი ახლა რუსეთის ნაწილია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის ყველაზე დიდი მცდელობაა.

უკრაინის ტერიტორიის კიდევ 15%, ტერიტორია, რომელიც [ჯამში აღებული] დაახლოებით პორტუგალიის ზომისაა, რუსეთმა უკრაინას უკანონოდ, იარაღის მუქარით ჩამოართვა. მოსკოვში მოჩვენებითი რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით ჩატარდა და მისი შედეგები უკრაინას თავს მოახვიეს. ამ მიწის მიტაცება უკანონოა. ნატო-ს მოკავშირეები არასოდეს აღიარებენ რომელიმე ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, არასწორად ცნონ რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების დაპყრობის აშკარა მცდელობა.

ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის. დონეცკი - უკრაინაა. ლუგანსკი - უკრაინაა. ხერსონი - უკრაინაა. ზაპოროჟიე - უკრაინაა. ისევე, როგორც ყირიმია - უკრაინა. რუსეთმა უკრაინის ტერიტორია უკვე მეორეჯერ წაიღო ძალით.

მაგრამ, ეს არ ცვლის კონფლიქტის ხასიათს. ეს არის რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. და ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას, რომ უკრაინის მხარი დავუჭიროთ.

ნატო - კონფლიქტის მხარე არ არის. მაგრამ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მან შეძლოს გამოიყენოს თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს წესდებით არის განმტკიცებული.

ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ ერთიანნი ვართ ჩვენს მისწრაფებაში დავიცვათ და დავიფაროთ ნატო-ს თითოეული მოკავშირე და მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.

ეს გადამწყვეტი მომენტია. პუტინმა კიდევ ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა და ბირთვული იარაღის გამოყენების უპასუხისმგებლო მუქარა დაიწყო. ახლა კი მან უკანონოდ მოახდინა უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ანექსია. ერთად აღებული, ეს წარმოაგდენს ყველაზე სერიოზულ ესკალაციას მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.

არცერთი ეს ნაბიჯი არ არის ძალის ჩვენება. ეს იმის აღიარებაა, რომ ომი არ მიდის გეგმის მიხედვით. და რომ პუტინმა თავის სტრატეგიულ მიზნებში მარცხი განიცადა. ომზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება. და სწორედ მისი პასუხისმგებლობაა ამ ომის დასრულება, მამაცი უკრაინელი ხალხის უდიდესი ტანჯვის დასრულება, საკვები პროდუქტების და ენერგეტიკული კრიზისის დასრულება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს შეეხო.

თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას - იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ევროპაში.

ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის აგრესიისგან თავდაცვას განაგრძობს. ჩვენ ამას იმდენ ხანს გავაკეთებთ, რამდენი ხანიც საჭირო იქნება", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო