erimedia_ravk/2hbsm8ESR.jpeg

სტრასბურგის სასამართლო - არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში

ამბები
სტრასბურგის სასამართლო - არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში
ამბები

სტრასბურგის სასამართლო - არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში

erimedia_ravk/2hbsm8ESR.jpeg
23 მაი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში.

როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. პირველი საქმე ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე საქმე სააკაშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორივე საქმის განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს, ახალჩამოყალიბებულმა მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მათ პრიორიტეტი იქნებოდა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ სააკაშვილის საქმეების განხილვისას არ ყოფილა დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, რომლებიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას. კერძოდ, ეს უკავშირდება წუხილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილავდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს ან ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული მეორე საქმის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ასევე, სტრასბურგის სასამართლომ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ არ დაადგინა ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლის დარღვევაც, რომელიც ეხება კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობას.

„ბატონ სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენება, მართლმსაჯულების კურსის დამახინჯების მიზნით, მას ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“, – წერია პრესრელიზში.

სასამართლომ ასევე განსახილველად დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ, რომელიც ეხება უფლებათა გამოყენების შეზღუდვას. სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ ეს ხელს უშლიდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში.

სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა – სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და დასაბუთებული, საქმის მასალებში არსებობდა მის წინააღმდეგ, როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულიად შეჯიბრებითი პროცესი, რომლის დროსაც მისმა ადვოკატმა შეძლო ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზს თან ახლავს ძირითადი ფაქტები, სადაც აღნიშნულია, რომ განმცხადებელი, მიხეილ სააკაშვილი, დაბადებული 1967 წელს, იყო საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე. მან 2013 წელს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და გახდა უკრაინის ნატურალიზებული მოქალაქე. ის საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა და დააკავეს, რადგან ამასობაში, დაუსწრებლად იქნა გასამართლებული მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის ორ დამოუკიდებელ საქმეზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. იმის გამო, რომ იმ დროს ის უკრაინაში ცხოვრობდა, მან გადაწყვიტა, არ გამოცხადებულიყო და ადვოკატს დაავალა მისი ინტერესების დაცვა საქართველოს სასამართლოებში. ამჟამად, სააკაშვილი პატიმრობაშია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო