„სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხვალიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხვალიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხვალიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს

22 ივლისი, 2022

erimedia_ravk/CkUOelg4g.jpeg

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით, პარტია 25 ივლისიდან ევროკომისიის 12 პუნქტზე ოპოზიციურ პარტიებთან, ფრაქციის წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრებს იწყებს, რომელიც საშემოდგომო სესიებზე დაინიცირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ხვალიდან, 25 ივლისიდან საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იწყება. სამუშაო ჯგუფებში მოხდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიღებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფრაქციების და ჯგუფების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

სამუშაო პროცესი დაიწყება ორშაბათს, პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში. 11:00 საათზე შეიკრიბება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, 14:00 საათზე მართლმსაჯულების და 17:00 საათზე ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები.

სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე. განსხვავებით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო კომისიებისა, ამ ჯგუფებში მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ეხმიანება ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებას, ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და გამორიცხვების გარეშე. სწორედ საპარლამენტო და საქმიან ფორმატში პროცესის გადაყვანას ემსახურებოდა ჩვენს მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევა, რაც გულისხმობდა ზუსტად კონკრეტულ თემატიკაზე უკვე არსებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას სესიებზე და შესაბამის კომიტეტებზე.

სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა და კანონის დარღვევით სასესიო დარბაზი დაუკეტა და დაულუქა დეპუტატებს. ჩვენი ამოცანაა, რომ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით მოხდეს სრულფასოვანი გადაწყვეტილებების შემუშავება.

ასევე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორიცაა სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი ფორუმები. ხუთშაბათს ისევ ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს, რომ მთელი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიდოს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნებს. ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა.

ჩვენ, ჩვენი მხრივ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ და სხვა ინიციატივების განხილვაში საკომიტეტო მოსმენებზე და სასესიო სხდომებზე, რაც არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული არაფორმალური შეხვედრებისა, რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული”, – აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო