„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

13 ივნისი, 2022

erimedia_ravk/ozed8ACng.webp

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო. ტურნემ სტარტი თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან აიღო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.

პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს: ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და დიმიტრი ხუნდაძეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნის, მაგრამ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს. „შევხვდებით ხალხს. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნახონ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ ყველაფერს საქართველოში. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვიყვანოთ საქართველოში ევროპა. საქართველოსთვის ევროპა გვჭირდება და საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი ღირსეული ადგილი უნდა დაიბრუნოს.

ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე რა მოგახსენოთ?! როცა ევროპელებს ლანძღავ, შენს მოკავშირეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებ, რომ ვითომ შენი ომში ჩათრევა უნდა, როდესაც იმ დემოკრატიულ რეფორმებს არ აკეთებ, რაც არის ევროპული სტანდარტი, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ხუნდაძეს ევროკავშირის სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნის, მაგრამ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამიტომაც არ დავიზარებთ, ყოველ წუთს, ყოველ წამს დავუთმობთ ამას. ახლა საქართველოში, მერე ევროპაში გვაქვს კიდევ ტურნე, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო