erimedia_ravk/uc1PMHESR.jpeg

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას შეეცადა

ამბები
სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას შეეცადა
ამბები

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას შეეცადა

erimedia_ravk/uc1PMHESR.jpeg
18 მაი

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლას შეეცადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მანაგაძემ თანამოაზრეები შეკრიბა, რის შედეგადაც უნივერსიტეტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანაგაძემ პრემიერის ლექციის ჩაშლა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და სტუდენტებს ლექციის ჩაშლისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა სცადა, თუმცა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც ლექციაზე დასწრება სურდათ, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„ჩვენ გვსურდა დავსწრებოდით პრემიერის, ირაკლი კობახიძის ლექციას, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია შეეცადა პროვოკაცია მოეწყო და სალექციო პროცესი ჩაეშალა. სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ლექციაზე დასწრება გვსურდა, მათ ხელი შევუშალეთ. ამას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა და თითქმის ყოველ შაბათს ცდილობენ, რომ ჩაშალონ სალექციო პროცესი“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა.

ინციდენტის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექცია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო