სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლის-აგვისტოში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლის-აგვისტოში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლის-აგვისტოში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/DPjGD9W4R.webp

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისივე თმით, სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმა და მათგან 375 ბიზნესოპერატორი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა.

„სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, 800-ზე მეტი შემოწმება განახორციელა, მათ შორის სასაკლაოებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. აქედან 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სხვადასხვა სახის დარღვევები იყო, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ.

ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჯამურად 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში ხორცი მიჩნეულია მავნედ და ადამიანის გამოყენებისთვის შეუსაბამოდ და კანონმდებლობის შესაბამისად, ხორცი ნადგურდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები შეიძლება მაღალი იყოს, უნდა ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი ნამდვილად არსებობს,“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით, 2 030 ბიზნესოპერატორი შეამოწმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო