„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო
„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის გამო ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოძიება დაიწყოს ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. აღნიშნული კანონით მსჯავრი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონის იმპლემენტაცია ეკისრება ახალ სამთავრობო ოფისს, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას იმ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და თვლიან, რომ გავლენას ახდენენ საჯარო დებატებზე. უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურები ვალდებულები არიან, ოფისს დაეხმარონ.
„ევრონიუსის“ ცნობით, კანონპროექტის დებულებებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორებიცაა დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ ევროკომისიის პრეტენზიებს უპასუხოს.