erimedia_ravk/hnJzysJSR.jpeg

სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ამბები
სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ამბები

სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

erimedia_ravk/hnJzysJSR.jpeg
23 მარ

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო.

ამასთან, როგორც მსოფლიო მედია წერს, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას.

როგორც „ბიბისი“ წერს, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 146 ადამიანი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო