ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ამბებიწყარო: imedinews.ge

ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყო

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/MqZspUWVR.jpeg

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტაბახმელაში ახალი რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ მ. ფართობზე მოეწყო. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, მოსასვენებელი პავილიონები განთავსდა. ასევე, მოეწყო LED განათების და სარწყავი სისტემა. სკვერში დაიდგა საპარკე ინფრასტრუქტურაც.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს რაიონს მსგავსი სივრცეები შევმატოთ, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება მოსვლა და განტვირთვა. ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია გახლდათ მერის დაპირება და დღეს უკვე გვაქვს განახლებული სკვერი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარი გამოიყო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო