erimedia_ravk/VkrrRqgIg.jpeg

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათობით თვითმფრინავი და ხომალდი გაგზავნა

ამბები
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათობით თვითმფრინავი და ხომალდი გაგზავნა
ამბები

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათობით თვითმფრინავი და ხომალდი გაგზავნა

erimedia_ravk/VkrrRqgIg.jpeg
27 აგვ

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ ჩინეთმა კუნძულისკენ ათობით თვითმფრინავი და ხომალდი გაგზავნა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 საათის განმავლობაში - პარასკევს დილის 6 საათიდან შაბათის დილის 6 საათამდე - სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი აღმოაჩინეს.

მათგან 20-მა თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა ან ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა დაარღვია. საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები.

ცნობისთვის, ჩინეთის ეს ქმედება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტაივანისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, აშშ ტაივანს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების აღჭურვილობასა და სხვა სამხედრო სისტემებს მიჰყიდის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო