erimedia_ravk/Ng_WMUJIg.jpeg

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ

ამბები
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ
ამბები

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ

erimedia_ravk/Ng_WMUJIg.jpeg
23 მარ

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ რუსული მხარისგან ოფიციალური დადასტურება დუშანბეს არ მიუღია.

მანამდე ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ორი ტერორისტი ბრიანსკის ოლქში დააკავა.

„ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო ტერორისტები გადაადგილდებოდნენ, ბრიანსკის ოლქში, უკრაინასა და ბელარუსთან საზღვრის მახლობლად გააჩერეს. მანქანაში 6 ადამიანი იყო: ორი მათგანი დაკავებულია, 4-მა კი გაქცევა შეძლო. დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათთან ამჟამად სპეცსამსახურები მუშაობენ, დარჩენილ 4-ს კი შესაბამისი უწყებები ეძებენ“, - წერს ტელეგრამ-არხი Baza.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რაც შეეხება თავდამსხმელებს, საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო