„თალიბანმა“ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ხორბლის ავღანეთისთვის მიყიდვის შესახებ
28 სექტემბერი, 2022

„თალიბებმა“ ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას რუსეთთან ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის მიწოდების შესახებ, - განუცხადა, ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაჯი ნურუდდინ აზიზმა Reuters-ს .
მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს სავაჭრო პარტნიორების გაზრდაზე და რომ რუსეთმა თალიბანის ადმინისტრაციას ფასდაკლება შესთავაზა.
აზიზმა განაცხადა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ტონა ბენზინის, ერთი მილიონი ტონა დიზელის, 500 000 ტონა თხევადი ნავთობის გაზისა (LPG) და ორი მილიონი ტონა ხორბლის მიწოდებას.
შეგახსენებთ, „თალიბების“ მთავრობა ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო