თამარ არჩუაძე - Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X-ის დაბრუნებას შეუწყო ხელი

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თამარ არჩუაძე - Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X-ის დაბრუნებას შეუწყო ხელი
ამბებიწყარო: 1tv.ge

თამარ არჩუაძე - Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X-ის დაბრუნებას შეუწყო ხელი

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/uuY9vdZVg.jpeg

საქართველო იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ოქტომბრიდან, პანდემიის შემდეგ ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X-ი ფრენებს განაახლებს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან პანდემიის შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრა საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე, შემდეგ კი არაერთი მოლაპარაკება თბილისის მიმართულებით ბანგკოკიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ონლაინრეჟიმში გამართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, საავიაციო ფორუმებში აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ახალი მიმართულებების დაწყებას უწყობს ხელს.

„საწყის ეტაპზე, Thai AirAsia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის მსგავსად, პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. თუმცა, გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და მოლოდინი, რომ ფრენები რეგულარული ხასიათის გახდეს, 2022 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდეს და ავიაკომპანიამ ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე მთელი წლის განმავლობაში იფრინოს. ტაილანდური ავიაკომპანიის დაბრუნება ჩვენს ბაზარზე არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში, სადაც საშუალება გვაქვს, პირისპირ შევხვდეთ ავიაკომპანიებს, წარვადგინოთ ჩვენი აეროპორტები და ავიაკომპანიებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეისი ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით 8 ოქტომბერს შესრულდება. ამ ეტაპზე Thai AirAsia X 29 ოქტომბრამდე (ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე) კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო