erimedia_ravk/dDogPmgSR.jpeg

თამარ ნიშნიანიძე ჯულიარდის სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის

ამბები
თამარ ნიშნიანიძე ჯულიარდის სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის
ამბები

თამარ ნიშნიანიძე ჯულიარდის სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის

erimedia_ravk/dDogPmgSR.jpeg
16 აგვ

მანანა დოიჯაშვილის სახელობის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე თამარ ნიშნიანიძე ახალი სასწავლო წლიდან ნიუ-ორკში, ჯულიარდის სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე გააგრძელებს სწავლას.

აღსანიშნავია, რომ თამარ ნიშნიანიძე პირველი ახალგაზრდაა საქართველოდან, რომელმაც 15 წლის ასაკში ჯულიარდის ურთულესი საკონკურსო ტურები გაიარა და საფორტეპიანო განყოფილებაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, თამარი ასევე 90%-ანი დაფინანსებით ისწავლის ლემან მანჰეტენის კერძო სკოლაში (Léman Manhattan).

შეგახსენებთ, რომ ჯულიარდის სკოლა საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა ნიუ-იორკში, რომელიც მისი სახელგანთქმული კურსდამთავრებულების რაოდენობით არის ცნობილი. ჯულიარდი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამუსიკო კონსერვატორია და დრამატული სკოლაა. იგი ამჟამად ლინკოლნის ცენტრში მდებარეობს და მასში მუსიკას, ცეკვის ხელოვნებასა და დრამას 700-მდე საბაკალავრო და მაგისტრანტი სტუდენტი სწავლობს.

erimedia_ravk/zPp2EiRIR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო