თამარ ზაალიშვილმა „TV პირველს“ ცილისწამებისთვის დაწყებული სასამართლო დავა მოუგო

ამბები/ წყარო: imedinews.ge
თამარ ზაალიშვილმა „TV პირველს“ ცილისწამებისთვის დაწყებული სასამართლო დავა მოუგო
ამბებიწყარო: imedinews.ge

თამარ ზაალიშვილმა „TV პირველს“ ცილისწამებისთვის დაწყებული სასამართლო დავა მოუგო

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/zYbAyT7Vg.jpeg

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო.

თამარ ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, ცილისმწამებლურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

მოსარჩელის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და თავისი შვილის - ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან (ნოდარ მელაძისგან და მაკა ჩიხლაძისგან) კი 5-5 ლარს ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას დაევალა, გამოაქვეყნოს და გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ამ ამბის ცილისმწამებლური ნაწილი დადგინდა.

თამარ ზაალიშვილი ასევე უჩიოდა მარინე მიქაუტაძეს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და სიუჟეტში რესპონდენტი იყო. სასამართლომ მასაც 5 555 ლარის გადახდა დააკისრა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო