„ტავ ჯორჯია“ - გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი
გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავია რეისი, – აღნიშნულის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განაცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი.
ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო