erimedia_ravk/jsLEHxmSR.jpeg

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს და სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო

ამბები
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს და სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო
ამბები

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს და სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო

erimedia_ravk/jsLEHxmSR.jpeg
16 სექ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელი კოლეგისგან ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ მიიღო ინფორმაცია და უნგრულ სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო. მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრულ უპილოტო საფრენი საშუალებების კომპანიას Rotors and Cams ესტუმრა და კომპანიის მიერ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ სამრეწველო, სამართალდამცავი და სამხედრო წარმოების ფართო სპექტრს ადგილზე გაეცნო. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის დრონის ტექნოლოგიის სტატიკური ჩვენებაც მოეწყო.

უნგრეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალ წელს, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას დაიკავებს, კიდევ უფრო მეტად ექნება საქართველოს მიმართ ხელშეწყობის შესაძლებლობა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო