erimedia_ravk/_lh8qozIg.jpeg

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის შეფასების აღმასრულებელი დონის შეხვედრა გაიმართა

ამბები
თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის შეფასების აღმასრულებელი დონის შეხვედრა გაიმართა
ამბები

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის შეფასების აღმასრულებელი დონის შეხვედრა გაიმართა

erimedia_ravk/_lh8qozIg.jpeg
3 სექ

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს თავდაცვის სამინისტროში. ინიციატივის მიმდინარეობის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა ბრიგადის გენერალ ბრიონ ტერელის ხელმძღვანელობით. თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სექტორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. აქცენტირდა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მნიშვნელოვანი როლი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებსა და მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას.

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ მორგანი, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელებიც.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო