erimedia_ravk/x0CYtxa4g.jpeg

თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეების წარმატება „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“

ამბები
თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეების წარმატება „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“
ამბები

თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეების წარმატება „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“

erimedia_ravk/x0CYtxa4g.jpeg
14 მარ

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 22 მედლით დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრს მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.

„საზღვაო ქვეითთა თამაშები“ 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა 10-კაციანი გუნდი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა. სამხედროებმა ნიჩბოსნობაში, ველორბოლასა და ბირთვის სროლაში ოქროს მედლები, ხოლო სროლაში, სირბილში, მჯდომარე ფრენბურთსა და მშვილდოსნობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში, პარასპორტსმენებმა რვა ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლები დააგროვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას 2014 წლიდან იღებენ. „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, კოლუმბიის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო