თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ამბებიწყარო: 1tv.ge

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/AO5evmGVg.jpeg

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული ურთიერთობები გვაქვს თავდაცვის სფეროში და თავდაცვის ატაშესთან შეხვედრაზე ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს შევეხეთ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ეს გამოიხატება როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღებით, სამხედრო წვრთნებით და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებით. ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა არის მყარი, რომელიც ურთიერთმხარდაჭერას და ურთიერთნდობას ემყარება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვის ატაშესთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, მარინა იახნისი დაესწრნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო