თბილისი მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თბილისი მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს
ამბებიწყარო: 1tv.ge

თბილისი მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

9 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/jhGKp-M4g.jpeg

9-14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა.

კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, პანელ-დისკუსიები, წიგნების წარდგენები, შეხვედრები საინტერესო ავტორებთან.

თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ავტორები არიან: ანდრი ლიუბკა (უკრაინა), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი), ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), ჯონ ო’დონელი (ირლანდია), გრეტა ამბრაზაიტე (ლიტვა), დომინიკას ნორკუნასი (ლიტვა), სერგეი ტიმოფეევი (ლატვია), დმიტრი სტროცევი (ბელარუსი), არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), კშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი), ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი), ბერნჰარდ შლინკი (გერმანია), ტარა მაკდაუელი (ავსტრალია).

დღეს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან ანდრი ლიუბკასთან გაიმართება. პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს პოეტური ღამე „შინ“, ყველა სტუმრის მონაწილეობით.

ტრადიციულად, წელსაც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ერთი მემორიალური საღამო, რომელიც გამორჩეული ამერიკელი პოეტის, რობერტ დანქენის ცხოვრებასა და პოეზიას მიეძღვნება.

ფესტივალი დასრულდება თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით – მულტილოკაციური კითხვით მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეში.

თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია და ორგანიზაცია Latvian Literature.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო