erimedia_ravk/HHPNYu4Vg.jpeg

თბილისის მერი ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს შეხვდა

ამბები/ წყარო: tbilisi.gov.ge
თბილისის მერი ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს შეხვდა
ამბებიწყარო: tbilisi.gov.ge

თბილისის მერი ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებს შეხვდა

erimedia_ravk/HHPNYu4Vg.jpeg
7 ოქტ

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ქუჩის მხატვრობის წარმომადგენლებსა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო წასახალისებლად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ხელოვანებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობა-ნაგებობების იერსახე ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს და ქუჩის მხატვრობა მათ ვიზუალური თვალსაზრისით ალამაზებს.

"გვაქვს მზაობა, რომ ამ მიმართულების დაფინანსება გავზარდოთ, პროცესში კიდევ უფრო მეტი არტისტი ჩავრთოთ, რათა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს. ის, რაც კონკრეტული ნამუშევრების სახით იქმნება, ჩვენს ქალაქს ძალიან ალამაზებს. აღნიშნული პროექტი საზოგადოებას ძალიან მოსწონს და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმისთვის, რასაც აკეთებთ. იცოდეთ, რომ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის გექნებათ, რათა ქალაქში კიდევ უფრო მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ე.წ. სთრით არტისტებმა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებმა თბილისის მერიის წარმომადგენლებს ღია და უშუალო კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესში რაიონების გამგეობების წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ამასთან, არტისტებმა დედაქალაქის მერს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები წარუდგინეს, რომელიც ქუჩის მხატვრობის სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ვისაუბრეთ ქუჩის ხელოვნებაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარა. თბილისის მერია და მერი ამ პროექტებს გვერდით უდგას, იზრდება დაფინანსება, რისთვისაც მადლობელი ვართ. ასევე, ლამაზდება ქალაქი, ვითვისებთ მეტ უბანს, რაც ამ მიმართულებისთვის ძალიან კარგია“, – განაცხადა „თბილისი მურალ ფესტის“ დამფუძნებელმა, მხატვარმა ბესიკ მაზიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერია ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, 500 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ უკვე 100-მდე კედელი მოიხატა.

ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა“ და „თბილისი მურალ ფესტის“ ფარგლებში, ასევე რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ განსხვავებული თემატიკის ნამუშევარი შესრულდა, რომლითაც შეიქმნა ისეთი პლატფორმა, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, თავიანთი შემოქმედება და ხედვა წარმოაჩინონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო