erimedia_ravk/80NACrcVg.jpeg

თბილისის მერია ახალ პროექტს, „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ იწყებს

ამბები
თბილისის მერია ახალ პროექტს, „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ იწყებს
ამბები

თბილისის მერია ახალ პროექტს, „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ იწყებს

erimedia_ravk/80NACrcVg.jpeg
21 დეკ

დედაქალაქის მერია თბილისის ბაგა-ბაღებში გამწვანების პროექტს იწყებს, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი საბავშვო ბაღების ეზოების ახალი ნარგავებით შევსებას ითვალისწინებს. სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება, საიდანაც ეს პროექტი დაიწყება, N169 ბაგა-ბაღია.

„პროქეტი საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივა იყო და სიამოვნებით გავიზიარეთ. პროექტის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე 200-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგვება. ეს სტანდარტი განევრცობა სხვა ბაგა-ბაღებზეც, რომლებსაც არ აქვთ გამწვანებული ეზო. ვიცი, რომ ბევრი მშობელი ინტერესდება ბაღის ინფრასტრუქტურით და ასეც უნდა იყოს. ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ, ასევე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვიწევს შენობის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. პროექტის განხორციელებით, ბაგა-ბაღები უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული და გამწვანებული, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პატარებს გამწვანების სიყვარული თავიდანვე ჩავუნერგოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო