თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანებას 15 აგვისტოდან შეძლებენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანებას 15 აგვისტოდან შეძლებენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანებას 15 აგვისტოდან შეძლებენ

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/1xUA-FmVR.jpeg

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანებას 15 აგვისტოდან შეძლებენ, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება.

„შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. რეფორმის ფარგლებში, დაგეგმილია მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება მიმდინარე წლის 15 აგვისტოს.

15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.

ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით.  ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო